დავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს
ავტორი: გურიის მოამბე
დავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს

რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი ფორმულა კრეატივის ტელევიზიაში იმუშავებს. ამის შესახებ მან On.ge-ს უთხრა.

ქაშიაშვილის განცხადებით, შემოთავაზება მთავარი არხიდანაც ჰქონდა, თუმცა, არჩევანი ფორმულაზე შეაჩერა.

"საინტერესო იყო ორივე შემოთავაზება... მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანთან მომიწია ურთიერთობა და ჩვენმა ერთობამ საინტერესო, ახალი და თანამედროვე ჟურნალისტიკა დაამკვიდრა ქართულ რეალობაში", — ამბობს ის.

მისივე თქმით, როდესაც რუსთავი 2-დან კურიერის გუნდი წამოვიდა, ლოგიკური იყო რომ გუნდი დაიშლებოდა, რადგან ბაზარზე ორი ახალი ტელევიზია გაჩნდა. ქაშიაშვილი ამბობს, რომ მისი მეგობრების ნაწილი მთავარ არხზე წავიდა, ნაწილი — ფორმულაზე, ნაწილი კი რუსთავი 2-შიდარჩა.

'.$TEXT['print'].'