პირველად ისტორიაში - სამი ოზურგეთელი მსოფლიოზე საქართველოს ნაკრებში
ავტორი: გურიის მოამბე
პირველად ისტორიაში - სამი ოზურგეთელი მსოფლიოზე საქართველოს ნაკრებში

საქართველოს ბერძნულ-რომაული ნაკრების შემადგენლობა 14-22 სექტემბერს, ნურსულთანში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ყაზახეთში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც გათამაშდება რომლებსაც თითოეულ ოლიმპიურ წონით კატეგორიაში (60, 67, 77, 87, 97, 130 კგ) პირველი ექვსეული მიიღებს.

პირველად ოზურგეთის საჭიდაო სკოლის ისტორიაში საქართველოს ნაკრების შენადგენლობაში, მსოფლიოზე ჩემპიონობისა და 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური საგზურისათვის სამი ოზურგეთელი - დავით ჩხარტიშვილი, ლევან ქავჟარაძე და იური ლომაძე იბრძოლებენ.

55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ხობი)

60 კგ - დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)

63 კგ - ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)

67 კგ - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)

72 კგ - იური ლომაძე (ოზურგეთი)

77 კგ - გელა ბოლქვაძე (აჭარა)

82 კგ - ლაშა გობაძე (აჭარა)

87 კგ - გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

97 კგ - გიორგი მელია (სამტრედია)

130 კგ – იაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

პირველები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

14-15 სექტემბერი - 55-63-72-82 კგ

15-16 სექტემბერი - 67-87-97 კგ

16-17 სექტემბერი - 60-77-130 კგ

 


'.$TEXT['print'].'