"ფსევდოსახელმწიფოებრივ სტრუქტურებს, ერთი ოჯახის შინამოსამსახურეები განაგებენ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ფსევდოსახელმწიფოებრივ სტრუქტურებს, ერთი ოჯახის შინამოსამსახურეები განაგებენ"

ამერიკაში მოღვაწე ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელსი წერს:

"ცხადია სულელის მეტს არავის სჯერა, რომ სახელმწიფოს შექმნის გარეშე ან ეკონომიკის აღორძინება შეიძლება, ან სამხედრო საქმის, ან ჯანდაცვის თუ განათლების.
სახელმწიფო როგორ არ გვაქვსო - შემომიტევენ ალბათ მავანნი. ერთ შეკითხვას დაგისვამთ მხოლოდ, - ბატონ ბიძინას შეუძლია თუ არა ქვეყნის მმართველი ნებისმიერი პირის დაუყოვნებლივ მოძრობა? -
სანამ რამის მიკიბვ-მოკიბვას დააპირებთ, შეგახსენებთ რომ უკვე სამი "წარმატებული" პრემიერი ჰყავს ერთ ღამეში გადაგდებული.
ჰოდა, სახელმწიფო არ არის ეს. იცოდეთ.
მიუხედავად უამრავი ხუმრობისა, ე.წ. სტოკჰოლმის სინდრომი საკმაოდ მოაზროვნე ხალხსაც მოერია უკვე და საკმაო სერიოზულობით არჩევენ ქიზიყურ არაბირთვულ სამხედრო ინდუსტრიის შექმნის დოქტრინას. სამუშაო ადგილებსაც ითვლიან, შემოსავალსაც და დაბრუნებული მიწებსაც.
სტოკჰოლმის სინდრომი სხვა არაფერია, თუ არა უსაშველობაში მყოფი სასოწარკვეთილი ადამიანის მიერ, მისი ამ მდგომარეობაში ჩამგდების პიროვნებაში რაღაც სიკეთის ელემენტების ძებნა, ჩაბღაუჭება და შეყვარება. ფანტომური შვება მოაქვს ამას. ილუზორული იმედი. იქნება და ...
არაფერიც არ იქნება. არ იქნება იმიტომ, რომ ფსევდოსახელმწიფოებრივი სტრუქტურები, სადაც არც სასამართლოა, არც პროკურატურა, არც პოლიცია, არც ჯანდაცვა თუ თავდაცვა და ამ ყველა მიმართულებას ერთი ოჯახის შინამოსამსახურეები განაგებენ, ვერაფერს სახელმწიფოებრივს ვერ შექმნის. ანუ ჩურჩხელისგან სალამური არ გამოვა.
რაც უფრო ღრმად ჩაეშვებით ამ სინდრომში, მით უფრო დაგეუფლებათ სასოწარკვეთა და პირიქით. იფიქრეთ ... შეეცადეთ იაზროვნოთ..
ბაღნებია ცოდვა ბოლოსდაბოლოს."- წერს გურული.

'.$TEXT['print'].'