მდინარაძე "ნაცმოძრაობაზე": ისინი ახლა პოსტისტერიულ პერიოდში არიან
ავტორი: გურიის მოამბე
მდინარაძე "ნაცმოძრაობაზე": ისინი ახლა პოსტისტერიულ პერიოდში არიან

მამუკა მდინარაძის თქმით, ოპონენტები მთავრობის მიმართ ადეკვატური კრიტიკის ნაცვლად, რევანშის გზას ირჩევენ.

" როდესაც ოკუპაციაზეა საუბარი, ელემენტარულ კითხვებსაც ვერ სცემენ პასუხს. მაგალითად: აგვისტოს ომიდან ორ თვეში რატომ მისცეს ხმა იმ ცნობილ რეზოლუციას, ამაზე პასუხი არ აქვთ და ათასგვარ სისულელეს ლაპარაკობენ, როდესაც ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბრობენ, როგორც კი საგნობრივზე მიდგება მსჯელობა, იქ უკვე არარეალური და ჰაერიდან მოტანილი არგუმენტები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში მართლაც იმდენი გამოწვევებია ,ნებისმიერ ოპონენტს შეუძლია საგნობრივი მსჯელობა, კამათი, კრიტიკა აბსოლუტურად ადეკვატური გამოწვევებისა მთავრობის მისამართით. ისინი ამ გზას არ ირჩევენ, ისინი ირჩევენ რევანშის გზას, რადიკალურ გზას, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო, ამას ემსახურებოდა მათ მიერ სპონტანურად თუ არასპონტანურად დაგეგმილი გავრილოვის რევოლუცია, რომელიც არ შედგა და ახლა არიან პოსტისტერიულ პერიოდში",-აცხადებს მდინარაძე.

საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი განხილვის მიმართ ბოიკოტს განაგრძობს. 

'.$TEXT['print'].'