დეპუტატი პრეზიდენტზე: "რატო გაბრაზდნენ ვერ ვხვდები, ეს 100% სმართლე უთქვამს"
ავტორი: გურიის მოამბე
დეპუტატი პრეზიდენტზე: "რატო გაბრაზდნენ ვერ ვხვდები, ეს 100% სმართლე უთქვამს"

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან," კახა ასკურავა სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელიც მან უცხოურ გამოცემას მისცა:

"სალომე ზურაბიშვილს "ფიგაროსთან"მიცემულ ინტერვიუში უთქვამს,რომ 2012 წელს ოლიგარქ ივანიშვილის ირგვლივ მაშინდელი ოპოზიცია იმიტომ შეიკრიბა მას დიდი ფული ჰქონდაო!(ანუ იყიდაო)
ახლა "ქართული ოცნების"მაშინდელი თუ ახლანდელი ლიდერები ამის გამო მიწასთან ასწორებენ ზურაბიშვილის, არა და მიუხედავად ამ დედაკაცის მიმართ ჩემი დამოკიდებულებისა ეს 100% უთქვამს 
რატო გაბრაზდნენ ვერ ვხვდები, მილიონები პირად ანგარიშებზე მე ჩამირიცხა"?!)))-წერს ასკურავა. 

ივანიშვილმა მოახერხა ხელისუფლებაში მოსულიყო და გაეერთიანებინა ოპოზიცია, რომლის რაოდენობაც იზრდებოდა. მან ეს ნამდვილად იმიტომ მოახერხა, რომ ფული ჰქონდა, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "Le Figaro"-სთან ინტერვიუში, რომლის ქართულ ენაზე თარგმანი პრეზიდენტის ვებვერდზე განთავსდა. 

'.$TEXT['print'].'