ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად დაათვალიერა.

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საკლასო ოთახები, სპორტ დარბაზები და სველი წერტილები მოეწყობა.

პროექტების ჯამური ღირებულება 1 010 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები სწავლის დაწყებამდე დასრულდება და სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.

'.$TEXT['print'].'