"25 წელი...ერთად გავიზარდეთ"- “რუსთავი 2“ “სხვა შუადღის“ წამყვანმა ნინო ხოშტარიამაც დატოვა
ავტორი: გურიის მოამბე
"25 წელი...ერთად გავიზარდეთ"- “რუსთავი 2“ “სხვა შუადღის“ წამყვანმა ნინო ხოშტარიამაც დატოვა

ტელეკომპანია “რუსთავი 2“ კიდევ ერთმა ტელეწამყვანმა ნინო ხოშტარიამ დატოვა. მან წასვლის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელით გაავრცელა.

“ 25 დან 25 წელი. ერთად დავიწყეთ, ერთად გავიზარდეთ, ერთად შევქმენით ისტორია და ერთად დავამთავრეთ. Left job at my sweet home R2“ - წერს ნინო ხოშტარია.
ცნობისთვის ნინო ხოშტარიამ “რუსთავი2“-ზე 25 წელი იმუშავა. სხვადასხა დროს იყო “ჯეობარის“, “ყველაზე ჭკვიანის“, “ეკოვიკისა“ და “სხვა შუადღის“ წამყვანი.
შეგახსენებთ, 20 აგვისტოს “რუსთავი 2“-ის გენერლურმა დირექტორმა პაატა სალიამ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არხიდან გაათავისუფლეს ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, გიორგი გაბუნია და გიორგი ლაფერაშვილი. მათი სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, იმავე საღამოს “კურიერის“ წამყვანებმა მიშა სესიაშვილმა და დიანა ჟოჯუამ დატოვეს ტელეკომპანია. მათ კი “კურიერის“ მთელი გუნდი მიჰყვა, რის გამოც “რუსთავი2“-ზე საინფორმაციო გამოშვება დღემდე აღარ გადის. ტელეკომპანია სხვა ცნობილმა სახეებმაც დატოვეს, მათ შორის გასართობი გადაცემის წამყვანებმაც.

'.$TEXT['print'].'