"პიროვნება თუ ვერ გახდა ადამიანი , რაც არ უნდა ასწავლოთ მას და უსრულოთ სურვილები , ყველა დაგროვილი რესურსი გაეფანტება"
ავტორი: გურიის მოამბე
"პიროვნება თუ ვერ გახდა ადამიანი , რაც არ უნდა ასწავლოთ მას და უსრულოთ სურვილები , ყველა დაგროვილი რესურსი გაეფანტება"

"რას ნიშნავს " კარგი მშობელი" თქვენი აზრით ? რას ნიშნავს " გიჟი მშობელი? ვისზეც ვიძახით " კარგი მშობელია " , ხშირად ის "ცუდი მშობელია " და " გიჟი მშობელი " ცუდზე უარესი მშობელია . ესეთი მშობლები ვერ უწყობენ თავიანთ შვილებს ხელს იმაში , რომ ისინი ჩამოყალიბდნენ პიროვნებებათ . ისინი აჭმევენ მათ , ზრუნავენ იმაზე , რომ ასწავლონ , მიაღებინონ განათლება , იცავენ მათ საშიშ სამყაროსგან და ა. შ. მაგრამ ვერ ახერხებენ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას : ვერ უქმნიან შვილებს ისეთ პირობებს , რომლის მეშვეობით ბავშვს უყალიბდება შინაგანი ფუძე , უძლიერდება ეგო , მოტივაცია და თვითგადარჩენის უნარები . როგორ ახერხებენ ამას მშობლები ? მარტივად - ან ყველაფერს უსრულებენ ბავშვს და უსრულებენ ისეთ რაღაცებს , რაც ბავშვს თავად შეუძლია შეისრულოს . ასევე , მშობელს ეზარება ან არა აქვს დრო , იმისთვის რომ ბავშვს ესაუბროს , მოუყვეს საინტერესო ისტორია , წაუკითხოს წიგნი ან გაარჩიოს მასთან ერთად ნანახი ფილმი , ასევე მშობელს არა აქვს ნერვი მოითმინოს ბავშვის ტირილი და ცდილობს ის რამით გაართოს , ოღონდ არა საუბრით ან თამაშით , არამედ ნივთით , მაგალითად სმარტფონით , ასევე მშობელი საკუთარი შიშების გამო უზღუდავს ბავშვს თავისუფლებას : იქ არ წახვიდე - ფეხს მოიმტვრევ, აქ არ წახვიდე - აქ ცუდი ბავშვები არიან , უკან არ გახვიდე - ვერ გხედავ , წინ არ გაიქცე - ხელი მომეცი , საბავშვო ბაღში არ წახვალ - იქ ვირუსებია , კინოში არ გაგიშვებ - იქ ჭყლეტაა შესასვლელში - სამაგიეროთ , ასეთ მშობლებს დაყავთ შვილები ათას წრეებზე , ასწავლიან რამდენიმე ენას ( როდესაც ჯერ ერთი არა აქვს ათვისებული ) დაყავთ სპორტულ სექციებში , ისე ჯანმრთელობისთვის და არა რესურსისთვის , ამასობაში კი ელემენტალურ საჭიროებებს უზღუდავენ და ეს არის : ბავშვის მოტივაციის საკითხებში ჩარევა და კარნახი , მაშინ როდესაც ბავშვმა თავად უნდა შეძლოს საკუთარი მოტივაციის მართვა , მაგალითად თუ ბავშვი მოწყენილია , რამით კი არ უნდა გაართოთ , არამედ დააცადოთ , რომ თავად შეძლოს გართობა , მოწყენილობის დაძლევა , ასევე ნებისყოფის განვითარებაც - კი არ უნდა დააძალოთ მას რამის კეთება , არამედ პირობა უნდა შეიქმნას ისეთი , სადაც ბავშვი თავად მიხვდება , რომ ეს ან ის საქმე გასაკეთებელია . დაძალების დროს მოტივაცია მცირდება , ასევე მცირდება მშობლის მნიშვნელობა , მშობლის შემცირებული მნიშვნელობა ასუსტებს მისვე ავტორიტეტს , ავტორიტეტი რომ ჰქონდეს მშობელს - თავად უნდა იყოს პიროვნება . პიროვნება ( ძლიერი ადამიანი , მარტივად რომ ვთქვათ ) თუ ვერ გახდა ადამიანი , რაც არ უნდა ასწავლოთ მას და უსრულოთ სურვილები , ყველა დაგროვილი რესურსი გაეფანტება , ამის მაგალითები ბევრია : ნასწავლი , განათლებული , ნიჭიერი , მაგრამ ლოთი ან ნარკომანი , ან მოთამაშე , ან უბრალო " ლუზერი" რომელიც ზრდასრულ ასაკში საკუთარ მშობლებს ადანაშაულებს ყველაფერში და მუდმივ ძიებაშია " კარგი დედიკოსი ან მამიკოსი ". ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პიროვნება ნებისმიერ ასაკში და პირველ რიგში ეს უნდა მშობლებმა მოახერხონ , რადგან ბავშვის აღზრდა არ არის მასზე გავლენის მოხდენა , ჭკუის სწავლება და ხელით ჩაკიდება , ბავშვი ხედავს მაგალითს , ადრე თუ გვიან ეს მაგალითი მასში იმუშავებს , ასევე ბავშვი იზრდება პირობებში და ეს პირობები უნდა იყოს ისეთი , სადაც ის შეძლებს თავად სასურველი გზის არჩევას - პირობა კი ისეთი უნდა იყოს , რომ რაც არ უნდა აირჩიოს - კარგი არჩევანი გამოვიდეს , რადგან პირობის ოთხივე კუთხე დადებითია ."

"სამზარეულოში ფსიქოლოგთან"

'.$TEXT['print'].'