"გახარია ვისი უფროსი გამოდის?" - ჭიჭნაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"გახარია ვისი უფროსი გამოდის?" - ჭიჭნაძე

მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ხელისუფლებაში არსებულ კლანურ დაჯგუფებებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ოცნება“ ამ ინტრიგებს გადაჰყვება.

„ფაქტია, კალაძე, გომელაური, გახარია და ღარიბაშვილი ერთმანეთთან დაპირისპირებული ფიგურები არიან, მეტ-ნაკლებად თავ-თავიანთი დაჯგუფებებით, ანუ პრემიერ-მინისტრად, „უმაღლესი ინსტაციის მოსამართლედ“ ისევ ბიძინა ივანიშვილი დარჩა. ასე რომ, ახალ მთავრობაში ვის რა სახელი დაერქმევა, ეს ნამდვილად მეათეხარისხოვანია,“ - ამბობს ჭიჭინაძე და დასძენს, რომ გახარის მაშინ უფრო მეტი ძალაუფლება ჰქოდა, როც პირველი ვიცე-პრემიერი იყო.

„ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და მისი განცხადებების შემდეგ ცხადია, რომ ის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, დამოუკიდებელ მოთამაშედ ვეღარასოდეს ჩამოყალიბდება, თუმცა ივანიშვილისთვის იდეალური შემსრულებელი იქნება... ცქიტიშვილი, გომელაური, ღარიბაშვილი და, საერთოდ, ყველა პირდაპირ დამოკიდებულია ივანიშვილზე; კალაძეს კი თავისი ჯგუფი ჰყავს; თურნავას ჩხარტიშვილი მფარველობს და მაშინ, ვისი უფროსი გამოდის გახარია, დავითაშვილის?

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, მართალია, ის არაა ღია პოლიტიკური მოთამაშე, მაგრამ საბოლოოდ, მაინც მოუწევს გარეთ გამოსვლა და იმ რელობასთან პირისპირ დადგომა, რაც ქვეყავაში ხდება. რადგან, ჯერ ერთი, რასაც 2012 წელს ხალხს დაპირდა, იქიდან შესრულებული პრაქტიკულად, არაფერია - მხოლოდ „ოცნების“ ოცნებებია ასრულებული და მეორეც, ვერც გახარია „გაუქაჩავს“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

'.$TEXT['print'].'