"ივანიშვილი დიდ სამარეს თხრის... და ამ სამარეში ან რუსული „ოცნება“ ჩაწვება, ან ჩვენი სახელმწიფოებრიობა"
ავტორი: გურიის მოამბე
"ივანიშვილი დიდ სამარეს თხრის... და ამ სამარეში ან რუსული „ოცნება“ ჩაწვება, ან ჩვენი სახელმწიფოებრიობა"

სამთავრობო ცვლილებებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება პოეტი რატი ამაღლობელი.

„ივანიშვილის „ოცნება“ თავის მთავრობიანად გაზეთ ასავალ-დასავალის „ლეგიტიმაციის“ ანაბარაა დარჩნილი. საზოგადოებასთან მისი ურთიერთობის ფორმა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე,

ბოტებისა და ტროლების კოლექტიურ მისევა-თავდასხმებს გულისხმობს მხოლოდ.

ადამინის ცილისწამების, მასზე ღვარძლის ნთხევისა და მისი სოციალური შანტაჟის ამ რუსულ, ფეესბეშნიკურ-კაგებეშნიკურ მოდელს - საქართველოში ეს გაზეთი ამკვიდრებდა თანმიმდევრულად. სწორედ მისი მემკვიდრეები არიან დიჯიტალიზირებული ტროლებისა და ბოტების ლეგიონები. რაოდენ სიმბოლურია ისიც, რომ ივანიშვილის მხარდაჭერა, ადამიანს პირველყოვლისა „მეს“, ინდივიდუალურობას, პიროვნულობას ართმევს, შესაბამისად ჩვენც ხელისუფლების მხრიდან არა კონკრეტულ ადამიანებთან, არამედ დეპერსონალიზირებულ და დეჰუმანიზირებულ ანონიმურ „მედია-სპეც.რაზმებთან“, „მედია-ზონდერებთან“ გვაქვს საქმე, სახეზე შავი ნიღბებით.

თუ, საქმე რთულდება, საქმეში პირდაპირ სპეც.რაზმი ერთვება, როგორც ეს 20 ივნისს მოხდა. ვისაც ამ ქვეყნის ისტორიისა და სოციალური დინამიკის მგრძნობელობა აქვს, ის აუცილებლად იგრძნობდა იმას, რომ ივანიშვილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის დიდ სამარეს თხრის, მისი გათვლებით 2020 წლის არჩევნები სწორედ ქართული სახელმწიფოეობერიობის საბოლოო დაკრძალვის, „საფლავად დადების“ ცერემონიად უნდა იქცეს. ესაა კრემლის მიზანიც: საქართველო შეიძლება იყოს კულტურა, ცეკვით, სიმღერით, სუფრით და თამადით, გორში სტალინის სახლ-მუზეუმით, მაგრამ არამცდაარამც სახელმწიფო. მოკლედ, ამ სამარეში, ან ხსენებული რუსული „ოცნება“ ჩაწვება, ბუნებრივია პოლიტიკურად, თავის სამარის-გამთხრელ-მესაფლავით, ან ჩვენი სახელმწიფოებრიობა. იმედი მაქვს რომ პირველი, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე თუ, რამდენად გავაცნობიერებთ ხსენბულ საფრთხეს და რამდენად დავძლევთ ჩვენშივე სისტემასთან დაპირისპირების ფობიებს.“ - წერს რატი ამაღლობელი ფეისბუქი გვერდზე.

'.$TEXT['print'].'