„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას და მისი სამაშველო რგოლია"
ავტორი: გურიის მოამბე
„ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას და მისი სამაშველო რგოლია"

„რეალობაა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დგას და მისი სამაშველო რგოლია. ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, როცა „ქართული ოცნება“ წამგებიან მდგომარეობაშია, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელოვნური გარიგებით ან ბუნებრივად იმ მდგომარეობით, რასაც მათი თანამშრომლობა ჰქვია, ერთმანეთს დამხმარე, სამაშველო რგოლად ევლინებიან. დღეს სწორედ ეს მოხდა. თავიდან „ნაციონალები“ შეხვედრას არ აპირებდნენ, უცებ, შეხვედრა გადაწყვიტეს და გააკეთა ის, რაც გააკეთეს. ეს არის გიორგი გახარიას დანიშვნის „გაპრავება“. როგორც ჩანს, მათი აქცენტები და შედეგები წინასწარ გამიზნული ქმედება იყო“. ეს ის ტანდემია, რომელიც საქართველოში უნდა დასრულდეს. ეს არის ის ტანდემი, რომელსაც ქვეყანა რეგრესისკენ მიჰყავს. გახარია მიმართავდა არა მოსახლეობას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთმანეთი დაამთავრონ და მოხარული ვიქნებით. მოხარული ვიქნებით მოსახლეობამ გაიგოს, მოწოდებული არიან, რომ შენარჩუნებული იყოს მათი ძალაუფლება. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, “ნაციონალური მოძრაობა” მისი მთავარი ოპონენტი იყოს და თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს, თავი წარმოაჩინონ მთავარ ოპოზიციურ ძალად“, – აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე.

'.$TEXT['print'].'