"ჩემი გეგმები არის რომ ვუხელძღანელო "მთავარ არხს"- ნიკა გვარამია
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩემი გეგმები არის რომ ვუხელძღანელო "მთავარ არხს"- ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა. რუსთავი2-ის ყოფიმა გენერალურმა დირექტორმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას უმატებენ ფულის გათეთრების ბრალდებას , რადგან ინვესტორებთან ურთიერთობა გაუჭირდეს.
"საოცრება ხდება, ფულის გათეთრებაა დამატებული იმიტომ რომ ინვესტორებთან ურთიერთობა გამიჭირდეს, არ აქვს ამას მნიშვნელობა, დირექტორი სხვა იქნება და ის იკომუნიცირებს ინვესტორებთან. აღკვეთი იქნება ხვალ. უკრაინაში მჭირდებოდა ინვესტორებთან წასვლა და არ გამიშვეს, ეს არ გამიხმოვანებია. ყველაფერი კარგად იქნება, ჩემი გეგმები არის რომ ვუხელძღანელო მთავარ არხს. მიზანია მთავარი არხი. ეს არხი მალე იქნება და ვერაფერი გააჩერებს. მე მაქვს ძლიერი ნერვები. მორჩა, დაიხურა ისტორიის ის ფურცელი, იწყება ახალი და ეს ფურცელი იქნება საუკეთესო" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

'.$TEXT['print'].'