რა ხდება ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე?
ავტორი: გურიის მოამბე
რა ხდება ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე?
რა ხდება ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე?
გამგეობის კულტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ირმა მგელაძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტოებს ავრცელებს და ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს: 
"ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბატონო ბესო, "აღმაშენებელო", მატარებლიდან ჩამოსულ ჩვენი რაიონის მკვიდრს თუ სტუმარს, ასეთი ხედი ეშლება თვალწინ! მგონი ტეხავს, არა?პ.ს. სამუშაოთა მწარმოებელ ფირმებს, რომლებიც ისედაც უამრავ ფულს აკეთებენ ჩვენს ხარჯზე, ასეთი "მაღალ დონეზე" ჩატარებული სამუშაოს გამოსწორების ვალდებულება არა აქვს? თუ გუვიდა ექსპლოატაციის ვადა"?
მგელაძის პოსტს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ასკურავა გამოეხმაურა:
Kakha Askurava ამ ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ ბევრმა მითხრა იგივე, ჩვენ არ ვართ ქალაქის ნაწილიო და ვაპირებ უახლოეს საკ.სხდომაზე დავაყენო ეგ საკითხი 
ირმა მგელაძე Kakha Askurava უნდა ნახო, რომ ჩამოვა მატარებლიდან ადამიანი, ჩაოხრებული სადგური, მოუვლელი პარკი და ასეთი ჩანგრეული ხიდი ეგებება წინ, გული მოგიკვდება ადამიანს...
კახა ასკურავას დაუკავშირდა "გურიის მოამბე" არის თუ არა ამ დროისთვის წარმოდგენილი რაიმე გეგმა, რომლის მიხედვითაც საკრებულო სადგურის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საკითხს გადაჭრის, რაზეც დეპუტატი შემდეგს გვპასუხობს: 
"ქალაქის ცენტრში ააყვავილეს ყველაფერი სადგური კი ნაომარს გავს. ჩვენ ხომ გვეძახდნენ ფასადურს? ახლა მოსახლეობა მეკითხება, ჩვენ არ ვეკუთვნით ქალაქის ტერიტორიასო? გასცენ პასუხი-გვითხრა ასკურავამ.
'.$TEXT['print'].'