"ნაცები ოდესღაც მართავდნენ თემურლენგს, თავის ჩინგიზხანიან-ჯალალედინიანად"!
ავტორი: გურიის მოამბე
"ნაცები ოდესღაც მართავდნენ თემურლენგს, თავის ჩინგიზხანიან-ჯალალედინიანად"!

სახალხო მოძრაობა "შეაჩერე კორუფცია" - დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე ირაკლი კაკაბაძის პოსტზე, სადაც ის "ნაცების" განადგურებას ითხოვს, ვრცელ განმარტებას აკეთებს და იუმორით წერს: 

"მარტო წამლის და იარაღის ბარიგები კი არა, თურმე, სამშობიაროებში დაძვრებიან და ბავშვებს ერთმანეთში ურევენ.
ქოცების სახლებში იპარებიან და მათი ფეხსაცმლის მარჯვენა-მარცხენას ადგილს უცვლიან, ამიტომ, თუ ქუჩაში აცაბაცა ტიპს დაინახავთ, იცოდეთ, რომ ქოცია, თანაც ნაცების მსხვერპლი ქოცი.
თუ ვერ ხედავთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქოცები, ძირითადად, ჯიპებით დადიან.
ამავე დროს, ნაცები სასაფლაოებზე კაკტუსებს რგავენ გარშოკიანად.
პარლამენტში ქოცებს სკამებზე კაკაშკიან ჩოთქებს ულაგებენ და ისინი უხერხულობისგან იღრიჯებიან.
მხოლოდ უხერხულობისგან და არა უტიფრობის გამო.
ღამღამობით უმწეო ქოცების სახლებზე წითელ ვარსკვლავებს ხატავენ და ფეესბეშნიკები იძულებით ავერბორკებენ.
ნაცები ქოცებს დაგინების ძალით აიძულებენ, რომ მოიპარონ ბიუჯეტიდან ფული.
მერე გადაიცვამენ მაჯლაჯუნების ნიღბებს და ყველა ერთად აკითხავს ამ უბედურ კაკაბაძეს, რათა სიზმარში მოელანდონ.
ამიტომ არის ასეთ სასოწარმკვეთ მდგომარეობაში...
მთავარ კითხვას დააკვირდით: მაგრამ მოინდომებს კი?
აქვე ვუპასუხებ: არა!
იმიტომ, რომ მაგასაც ნაცები მართავენ, ისე, როგორც სოროსს, მასონებს, ტევტონებს, ტამპლიერებს და ოდესღაც მართავდნენ თემურლენგს, თავის ჩინგიზხანიან-ჯალალედინიან-ივანგროზნიანად!
შეამჩნევდით, რომ ნაცების ლიდერის სახელი უკავშირდება მიქაელ მთავარანგელოზის სახელს.
მიხვდით, რა ვიგულისხმე? 
ხოდა, ეგ არის"!

ირაკლი კაკაბაძე: "ნეტავი მართლა დაასრულოს ეს ჭირი. ამხელა უბედურება საქართველოს ჯალალედინის მერე არ ჰყოლია. მაგრამ, მოინდომებს კი? მთელი წამლის და იარაღის ბარიგები ნაცებია და...

'.$TEXT['print'].'