ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდე ნაკრებში ორმა ოზურგეთელმა გოგონამ იასპარეზა
ავტორი: გურიის მოამბე
ევროპის ჩემპიონატზე 18-წლამდე ნაკრებში ორმა ოზურგეთელმა გოგონამ იასპარეზა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 18-წლამდე 7-ქალა ნაკრებ ორმა ოზურგეთელმა იასპარეზა

ნინო მელუა და ნინო მეფარიშვილი პირველი ოზურგეთელი რაგბისტი გოგონები არიან, ვინც ამ დონეზე ასპარეზობის უფლება მიიღო.

ნინო მელუა და ნინო მეფარიშვილი ოზურგეთის"არწივების"  ღირსებას იცავენ.

წელს პოლონეთში ჩატარებული ტურნირი ერთ ჯგუფად იმართებოდა და ქართველ გოგონებსაც ელიტარულ გუნდებთან მოუწიათ თამაში.

16 ნაკრები ოთხ ჯგუფში იყო განაწილებული და საქართველოჯგუფში ირლანდიის, შოტლანდიის და ლატვიის ნაკრებებთან მოხვდა; „ჯგუფში საფრანგეთი, პორტუგალია, გერმანია და ჩეხეთი განაწილდნენ; „ჯგუფში ინგლისი, უელსი, ბელგია და უკრაინა; ხოლოჯგუფში რუსეთი, ესპანეთი, შვედეთი და პოლონეთი.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი გამარჯვება მოიპოვა, რაც თავისთავად საპრიზო ადგილებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ნაკრებმა პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ამ ტურნირზე ადგილი მომავალი წლისთვისაც შეინარჩუნა.

პოლონეთში საქართველოს რაგბისტთა ნაკრების ღირსებას იცავდნენ:

მარიამ სიხარულიძე, ლიკა ბჟალავა, ლიკა ტოტოჩია, სალომე ჩხაიძე (ყველა თბილისი), რუსუდან რუსიშვილი, ინგა კაზაროვა, ნათია გოგოლაშვილი, მარიამ ჟორჟოლიანი (ყველა ქუთაისი), მარიამ ბერაძე, მარიამ გუგუჩია (ორივე ზუგდიდი), ნინო მელუა, ნინო მეფარიშვილი (ორივე ოზურგეთი).

მწვრთნელები: ტიხონ ხახალეიშვილი, ვლადიმერ დოლაბერიძე

გურიის მოამბე“-სთან საუბარში, გოგონებმა ევროპულ გამარჯვებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს:

ჩვენმა ნაკრებმა ჩაატარა 6 შეხვედრა და აქედან 2 მოიგო 21-5 და 15-10, ამით  ჩვენ შევძელით მეორეჯერ მივიღოთ მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც სავარაუდოდ საფრანგეთში მომავალი წლის აპრილში გაიმართება. ძალიან კმაყოფილები ვართ ევროპული გამოცდილებით,უფრო მეტი მოტივაცია გაგვიჩნდა სამომავლოდ,შევიძინეთ დიდი გამოცდილება და ძალიან კმაყოფილები ვართ ამ ჩემპიონატით.“-გვითხრეს გოგონებმა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში სხვადასხვა დონეზე, კიდევ ორმა ოზურგეთელმა მორაგბე გოგონამ - ნანუკა პაკელიანმა და ანი კაპანაძემ იასპარეზა. 

 

'.$TEXT['print'].'