“ჩვენთან გადმოდით,ჩვენ ვართ მომავლის პარტია“ –ინაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
“ჩვენთან გადმოდით,ჩვენ ვართ მომავლის პარტია“ –ინაშვილი

საპარლამენტო ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის პრემიერობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ირმა ინაშვილის გამოსვლით დასრულდა. ინაშვილმა გახარიას და მის გუნდს მოუწოდა მათი პარტიის იდეოლოგია გაიზიარონ და დაიწყონ ფიქრი სამხედრო მიუმხრომლობის იდეაზე:

“რატომ გავიხადეთ თავი ბოკერიების და სააკაშვილების იდეოლოგიის მძევლებად. მინდა ვისურვო ჩემს ქვეყანაში სტაბილურობა, სიმშვიდე , პროგრესი, განვითარება, დემოკრატია თავისუფლება.

 მინდა მოვუწოდო ქართული ოცნების ხელისუფლების ჯანსაღ ნაწილს – ჩვენთან გადმოდით, ჩვენთან, ჩვენ ვართ მომავლი სპარტია. ასევე მინდა მივმართო ქართული ოცნების მხარდამჭერებს ვინც იზიარებთ ჩვენს სულისკვეთებას და ფასეულობებს – ასევე ჩვენი კარი ღიაა თქვენთვის.“–განაცხადა ინაშვილმა.

'.$TEXT['print'].'