ასეთი თრევა და გაფარჩაკება არ მინახავს და ეს მაინც პრემიერი ხდება - ნიკა გვარამია
ავტორი: გურიის მოამბე
ასეთი თრევა და გაფარჩაკება არ მინახავს და ეს მაინც პრემიერი ხდება - ნიკა გვარამია

“მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას გუშინდელ საპარლამენტო ხმაურიან მოსმენასთან ფეისბუქით ეხმიანება:

"მე არ ვიცი ახლა, რაც ევსაქებმა და ნაცებმა უქნეს გახარიას, ასეთი თრევა და გაფარჩაკება მე არ მინახავს. სრულიად დაშალეს ტიპი და ეს მაინც პრემიერი ხდება“, - წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, ფრაქციის ფორმატში მოსმენის დროს, “ნაციონალური მოძრაობის" წევრებს განუცხადა, რომ მათ დაასრულებს.

'.$TEXT['print'].'