მოწვეული რეჟისორი ოზურგეთის თეატრში ორ თოჯინურ სპექტაკლს დადგამს
ავტორი: გურიის მოამბე
მოწვეული რეჟისორი ოზურგეთის თეატრში ორ თოჯინურ სპექტაკლს დადგამს

მოწვეული რეჟისორი ელენე მაცხონაშვილ ოზურგეთის თეატრში ორ თოჯინურ სპექტაკლს ახორციელებს.
ერთ-ერთი მათგანის, „ფიროსმანი“ ავტორი თავად რეჟისორი გახლავთ და ასახავს ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას, ხოლო მეორე სპექტაკლი შექმნილია გახლავთ თამთა მელაშვილის მოთხრობის „წერილი ლიას“ მიხედვით. იგი არის ძალიან ცნობილი ავტორი, საბას პრემიის მფლობელი, იბეჭდება ავსტრიასა და გერმანიაში.
ელენე მაცხონაშვილი, რეჟისორი:
„ _ ერთდროულად ვმუშაობთ ორ სპექტაკლზე. პერსონაჟებს წარმოადგენს ოთხი მსახიობი, რომლებიც დამატებით დაეუფლებიან თოჯინის ტარების ტექნიკას. მიმდინარეობს რეპეტიციები.
აქტუალურია სპექტაკლის „წერილი ლიას“ თემატიკა. ამ მოთხრობის პირველი სცენური ვერსია იქმნება ოზურგეთში. ეხება როგორც მიგრანტ ქალებს, ისე ზოგადად ქალებს, რომლებიც დიასახლისები არიან, მუშაობენ დიასახლისებად. გვინდა ვისაუბროთ მათ შეგრძნებებზე, მათ ამაგზე, მივუძღვნათ დედებს, ბებიებს და ყველა იმ ადამიანს ვისაც თავისი პირადი ცხოვრება თუ კარიერა ოჯახისათვის აქვთ გადადებული. უარი აქვთ ნათქვამი საკუთარ მეზე და სოციუმი აღითქვამს მათ მხოლოდ დიასახლისებად. თუმცა ყველაზე დიდი ჯაფა მათზე მოდის.
ეს ქალბატონები არიან „სულ დედები“. ზრდიან შვილებს, შვილიშვილებს, შვილთაშვილებს. ეს სპექტაკლი არის მათი მოფერება და მათ პრობლემებზე საუბარი.

ლია კილაძე, თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 

'.$TEXT['print'].'