" ჩემი ადგილი "მთავარ არხზეა"- ტორესა მოსი "იმედიდან" "მთავარ არხზე" გადავიდა
ავტორი: გურიის მოამბე
" ჩემი ადგილი "მთავარ არხზეა"- ტორესა მოსი "იმედიდან" "მთავარ არხზე" გადავიდა

ტვ "იმედის" ყოფილი თანამშრომელი ტორესა მოსი საქმიანობას "მთავარ არხზე" გააგრძელებს - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

"მოკლედ, ვიცი რომ ბევრი ადამიანი ღელავდით ჩემ მომავალზე. ჰოდა, მგონია რომ თუ სადმეა ჩემი ადგილი მთავარ არხზეა და მადლობა ნიკას, რომ ამ შესაძლებლობას მაძლევს. სხვა დეტალებს მოგვიანებით გაცნობებთ. ჩვენ მოვიგებთ ყველაფერს რისი მოგებაც შეიძლება და იმასაც, რაზეც შეიძლება ფიქრობდეთ რომ შეუძლებელია. ამ განწყობით ვარ და ეს მხოლოდ დასაწყისია! " - წერს ტორესა მოსი.

შეგახსენებთ, რომ ტორესა მოსიმ ტელეკომპანია "იმედი" რამდენიმე დღის წინდატოვა. მისი ტელევიზიიდან წასვლა „იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ სკანდალურ ფილმს - „ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“ უკავშირდება.

'.$TEXT['print'].'