2020 წელს ჩვენ გახარიასნაირი ადამიანი გვჭირდება- გია ვოლსკი
ავტორი: გურიის მოამბე
2020 წელს ჩვენ გახარიასნაირი ადამიანი გვჭირდება- გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია საზოგადოების იმ მოთხოვნებს პასუხობს, რომელბიც მათ გააჩნიათ, ამის შესახებ ვოლსკიმ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„სწორი გადაწყვეტილებაა გიორგი გახარიას კანდიდატურა იმდენად, რამდენადაც მისი მონაცემები რეალურად იმ მოთხოვნებს პასუხობს, რომელიც საზოგადოებას აქვს. ის ჩამოყალიბებულია ყველა მიმართულებით, აქვს მართვის მაღალი უნარი და 2020 წელს ჩვენ სწორედ ასეთი უნარის მქონე ადამიანი გვჭირდება.

რაც შეეხება 20 ივნისის თემას, ეს მძიმე თემაა, მაგრამ უმჯობესია ეს კითხვა იმ ადამიანებს დავუსვათ, რომლებმაც ეს უბედურება დამართეს ხალხს. კრიტიკული აზრი გიორგი გახარიას მიმართ არ შეწყდება და მუდმივად იქნება. ამას კონკრეტული პირები უწყობენ ხელს."- განაცხადა ვოლსკიმ.

 

'.$TEXT['print'].'