“ოცნებამ” შეიძლება ბინძური ბრძოლის მეთოდებს მიმართოს”
ავტორი: გურიის მოამბე
“ოცნებამ” შეიძლება ბინძური ბრძოლის მეთოდებს მიმართოს”

"ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა არ არის ქუჩის ოპოზიცია. გახარია ვერ ხვდება, რომ პარტიას ჰყავს სტაბილური ელექტორატი. მეორე, გახარიას არაკონსტრუქციულობა იმაში გამოიხატება, რომ ამით არა მხოლოდ ნაცმოძრაობას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ პრობლემაა ის, რომ ამომრჩეველსა და თავის თანამემაულეებს აყენებს შეურაცხყოფას თავისი განცხადებებით - საუბარია ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანზე”, - აცხადებს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

"იქიდან გამომდინარე, რომ “ოცნების” რეიტინგი დაცემულია, შეაძლოა მათ მიმართონ ბრძოლის არაკანონიერ და ბინძურ მეთოდებს. ის, თუნდაც რაც ხდებოდა ადრე, როცა ხალხს აჩვენებდნენ წამების კადრებს, თუნდაც ბავშვებს აჩვენებდნენ იმას, როგორც ხდებოდა წამება ციხეში. თუმცა იმ გაუპატიურების კადრებში არავინ იცის, ვინ ვინ არის, მაგრამ ამას ჰქოდა შესავალი, რომ აი, ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან მწამებლები. თუ ვინ ჩადიოდა ციხეში სიბინძურეს გასარკვევია, ვის არის ის, და ვის დავალებას ასრულებდა. რომ ხდებოდა ცხადია, მაგრამ ვინ აკეთებდა ამას? ბედუკაძეც აკეთებდა და გამოჩნდა, რომ ამ ხელისუფლებასთან იყო შეკრული და ამიტომაც მოუხსნეს ყველანაირი სისხლის სამართლის დანაშაული - შეკრული რომ არ ყოფილიყო, ხომ არ მოუხსნიდნენ... მეორე მხრივ, წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ საკადრო პოლიტიკა არ იყო შესაბამისი სასჯელაღსრულების სისტემაში".

“უნდა იყოს ჯანსაღი კონკურენტული ბრძოლა. ყველა უნდა შეეგუოს, მათ შორის მმართველი ძალა, რომ შესაძლოა დამარცხდეს არჩევნებში. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა დემოკრატიულ საზოგადოებაში. ნაციონალურმა მოძრაობამ დათმო 2012 წელს ხელისუფლება არჩევნების წაგების შემდეგ. ამავე დროს ოპოზიციამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისიც არ გადავა შურისძიებაზე. უნდა შევეგუოთ, რომ ერთი პარტია მიდის ხელისუფლებიდან და მეორე მოდის. ეს არ არის ჩვენთან იმის გათვალისწინებით, რომ შემოწირულობების 90%-ს იღებს “ქართული ოცნება”, პლუს ბინძური საინფორმაციო კამპანია, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. თუ გინდა დაამარცხო ნაციონალური მოძრაობა, მაშინ ის დაამარცხე კონკურენტუნარიან ბრძოლაში, განახორციელე შესაბამისი რეფორმები, აამაღლე ცხოვრების დონე ქვეყანაში და შენი პარტიის რეიტინგი მაღლა აიწევს და ამ გზით გაიმარჯვებ. როდესაც ასე არ ხარ და როცა გინდა, რომ ბინძური მეთოდებით მართო ქვეყანა, ამ მეთოდებით ქვეყანა ვერ განვითარდება-აღნიშნა ჩიტაძემ. 

'.$TEXT['print'].'