"ჩვენი ბომბი არის "მთავარი არხი"...ბიძინამ რომ იცოდეს ბომბს ჩამოაგდებდა" - გიორგი გაბუნია
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩვენი ბომბი არის "მთავარი არხი"...ბიძინამ რომ იცოდეს ბომბს ჩამოაგდებდა" - გიორგი გაბუნია

„მთავარი არხის“ თანამშრომლებმა კომპანია „ბენტლის“ ოფისში პრომო გადაიღეს.

ადგილიდან ჩართვა გიორგი გაბუნიამ გააკეთა: "წესით არაფერი არ უნდა გვესაქმებოდეს აქ, მაგრამ ისეთი ხალხია ადგილზე შეკრებილი, ბიძინამ რომ იცოდეს ბომბს ჩამოაგდებდა. მოიხსნებოდა ყველა პრობლემა ქვეყანაში. ვერავინ ვერ ილაპარაკებდა იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში ხდება. რადგან, რუსთავი ორი ამაზე აღარ ილაპარაკებს და ილაპარაკებს "მთავარი არხი"

ჩვენ ახლა ვართ ისეთივე შუშის სასახლეში, როგორშიც ბიძინა ცხოვრობს. აქ სპეციალურად თქვენთვის ვიღებთ პრომოს მთავარი საინფორმაციოსთვის. რომ გითხრათ ვინ ვართ, რაზე ვისაუბრებთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად ვერ არის. კარგი იქნება-ვიტყვით, ცუდი იქნება, ამასაც ვიტვით.

ჩვენი ბომბი არის მთავარი არხი. ეს პრომო ეთერში გავა. სადაც ყველას ერთად გვიხილავთ და მერე სულ გვიხილავთ და გვიხილავთ. რადგან, 9-ის მერე აღარ გავჩერდებით. 

ადგილზე ჟურნალისტებთან ერთად იმყოფება არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმყოფებოდა.

'.$TEXT['print'].'