"ყველაზე ურჩი ცხვარი ვოლსკია!"- ცხვრების აქცია პარლამენტის წინ
ავტორი: გურიის მოამბე
"ყველაზე ურჩი ცხვარი ვოლსკია!"- ცხვრების აქცია პარლამენტის წინ
პარლამენტის წინ „სირცხვილია“-ს წევრებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს და იქ რამდენიმე ცხვარი მიიყვანეს, რაც, მათი თქმით, დღევანდელი პარლამენტარების სახეა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს უსიტყვოდ ემორჩილებიან. აქციის მონაწილეების თქმით, როგორც მწყემსს შეუძლია, ცხვრებს გააკეთებინოს ყველაფერი, რაც თვითონ უნდა, ისევე არიან უმრავლესობის წევრები, რომლებიც დღეს გიორგი გახარიას პრემიერად დანიშნავენ. 
 
გიგა მაქარაშვილი ამბობს , რომ თითოეულ ცხვარს მთავრობის წევრების სახელები ჰქვიათ, „ყველაზე ურჩია ცხვარი" კი ვოლსკია. 
'.$TEXT['print'].'