გუგული მაღრაძემ გახარიას სთხოვა, მოსახლეობას ოპოზიციის აქტივობებში მონაწილეობა აუკრძალოს
ავტორი: გურიის მოამბე
გუგული მაღრაძემ გახარიას სთხოვა, მოსახლეობას ოპოზიციის აქტივობებში მონაწილეობა აუკრძალოს

გუგული მაღრაძე ოპოზიციას მარგინალურ ჯგუფს უწოდებს და პირდაპირ ითხოვს, რომ მოსახლეობს ოპოზიციის აქტივობებში მონაწილეობა აეკრძალოს. ეს იდეა უმრავლესობის დეპუტატმა პარლამენტში პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიასთვის კითხვის დასმის დროს გაახმოვანა.

„მართლა ძალიან საქმიანი პროგრამაა, რომელიც იმაზეა ორიენტირებული ხვალ-ზეგ რა უნდა გაკეთდეს, რაც მისასალმებელია, რადგან იდეები ხშიად გვაქვს, მაგრამ რაც უკვე დავიწყეთ, იმის დამთავრების ეფექტურობა ყოველთვის ისეთი არაა, როგორიც უნდა იყოს.
ჩვენ ვიცით, რომ ჰიბრიდული გამოწვევევბის პროცესში ვართ და აქ, იმ საქმიანობის გარდა, რასაც ეწევა სამხედრო და სხვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საინფორმაციო ველი როგორია. თქვენ აღნიშნეთ, რომ არის დეზინფორმაცია, დესტაბილიზაციისკენ მოწოდება და სხვა, ცხადია, იქნებიან რადიკალური და მარგინალური ჯგუფები, მაგრამ ისინი ძალიან ცოტა უნდა იყვნენ და რა შეიძლება გააცნობიერონ ადამიანებმა, რომ ასეთი ტიპის აქტივობებში მონაწილეობა არის პირდაპირი დარტყმა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, შიდა სტაბილურრობისთვის. ამ მხრირვ რისი გაკეთება შეიძლება უფრო ეფექტურად და რა გესახებათ?“ - კითხა გუგული მაღრაძემ პრემიერობის კანდიდატ გიორგი გახარიას.

'.$TEXT['print'].'