ზოიძე: ბიუჯეტს აქვს საშუალება პენსია ყოველწლირად გაიზარდოს
ავტორი: გურიის მოამბე
ზოიძე: ბიუჯეტს აქვს საშუალება პენსია ყოველწლირად გაიზარდოს

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პენსიის ზრდის თაობაზე გიორგი გახარიას განცხადებაზე შეფასებას აკეთებს.

იყო თუ არა გახარიას განცხადება პოპულისტური დაემსახურებოდა თუ არა ის რეიტინგის ამაღლებას, ზოიძემ ასე უპასუხა:

„გიორგი გახარიას განცხადება პიარისთვის ნათქვამი სიტყვები არ ყოფილა. პოპულისტები ის ადამინები არიან, რომლებიც ამას ამბობენ. საქართველოს ბიუჯეტს ნამდვილად აქვს იმის საშუალება, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზარდოს, უბრალოდ, დასაზუსტებელია ხარჯთა თანაფარდობა. ერთი თვის განმავლობაში პარლამენტში ბიუჯეტის ახალი პროექტი შემოვა და ამ საკითხთან დაკავშირებით, დეტალებზე, შემდეგ ვისაუბრებთ", - განაცხადა ზოიძემ.

აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ პენსიის ის რაოდენობა, რომელსაც ქართველი პენსიონერები იღებენ, მათთვის საკმარისი არ არის და აუცილებელია მისი წლების განმავლობაში გაორმაგება ან გასამმაგება.

ის, თუ რა რაოდენობით გაიზრდება პენსია, ზოიძის თქმით, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, რადგანაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს დათვლა, მოლაპარაკება სავალუტო ფონდთან და კონკრეტულ თანხაზე საუბარი ჯერჯერობით, ნაადრევია.

'.$TEXT['print'].'