„თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, გავა „ნაცმოძრაობა"-რა არგუმენტებით თამაშობს "ოცნება"
ავტორი: გურიის მოამბე
„თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, გავა „ნაცმოძრაობა"-რა არგუმენტებით თამაშობს "ოცნება"

უაღრესაც დესტრუქციული არჩევნები იქნება და თუ არ გაჩნდა რაღაც მესამე ძალა, ამ დესტრუქციამ გარკვეულწილად შესაძლოა მიგვიყვანოს სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი", - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს „რეზონანსთან" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

„ ნაციონალური მოძრაობაც" და „ქართული ოცნებაც" თამაშობენ ძველ თამაშს, ცდილობენ ერთმანეთს რადიკალურად დაუპირისპირდნენ და პოლიტიკური ველი მთლიანად ამ ორმა ძალამ შეავსოს. ორივე მიდის დესტრუქციისკენ. ეს მიმართულია იქითკენ, რომ რაღაც ახალი ძალა არ გაჩნდეს. დღემდე „ქართული ოცნება" მთავარ არგუმენტად იყენებს იმას რომ „თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, გავა „ნაცმოძრაობა".

„ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ვერ გააცნობიერა, რომ სწორედ ეს არის მისი ყველაზე სუსტი წერტილი და იგივე აგრესიით პასუხობს „ქართულ ოცნებას". აქედან გამომდინარე, ეს პროცესი გაგრძელდება, თუ საშუალება მიეცემა უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ წავა და ამომრჩევლის უფრო მეტად პოლარიზება დაიწყება. მათ სწორედ ეს უნდათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობას" უნდა, რომ 3%-იანი ბარიერი იყოს და ბლოკები დაუშვან იმიტომ, რომ თავად არ უნდათ, რომ ბიულეტენში ფიგურირებდნენ და ფიგურირებდეს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც უფრო მოცულობითია ამომრჩევლისთვის. თუ 3%-იანი ბარიერი იქნება, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი გაიწმინდება. ამიტომ მათ ურჩევნიათ იყოს პროპორციული და ამ პროცენტებით.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას" თუ პროპორციულზე წავა, პირიქით, უნდა, რომ ბარიერი არ არსებობდეს, იყოს წვრილი პარტიები, რომ მოახდინონ ხმების კონსოლიდაცია"

'.$TEXT['print'].'