"ჩართულია 2 წამოზმი: 1. საქართველოს წამზომი; 2. ივანიშვილის წამზომი"
ავტორი: გურიის მოამბე
"ჩართულია 2 წამოზმი: 1. საქართველოს წამზომი; 2. ივანიშვილის წამზომი"

სააკაშვილის შეფასებით, “ქართულ ოცნებას” სულ ორი ამოცანა აქვს: მოსახლეობის დაშინება და იმ განცდის დანერგვა, რომ არაფერს აზრი არ აქვს.

“არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას. ჩვენ გვჭირდება წინააღმდეგობის მოძრაობა. საქართველოს აქვს უმაგრესი პერსპექტივები საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი არათუ წლები, არამედ თვეებიც. ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებით დღევანდელი დღიდან არის ბოლომდე უკანონო. ის არა ქართველი ერის ნებას, არამედ ძალადობას, დაშინებასა და მოსყიდვას ეფუძნება. ამგვარად ყველანაირი მორალის ფარგლებში მოქმედება უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არის კანონიერი, გამართლებული და ზნეობრივი. საქართველოს სჭირდება სწრაფი ცვლილება და ეს ცვლილება არ არის მხოლოდ 2020-ის არჩევნები… უბრალოდ გვეუბნებიან მოდით 2020-ის არჩევნებს დაველოდოთო. ჩართულია 2 წამოზმი: 1. საქართველოს წამზომი; 2. ივანიშვილის წამზომი. ან ივანიშვილი მოასწრებს საქართველოს წამზომის ბოლომდე მიყვანას და აფეთქებას, ან ივანიშვილის წამზომი უფრო ადრე ჩამოვარდება და მოშორდება საქართველოს ივანიშვილი. მესამე აქ არ არსებობს. მე ვიცი, რომ ბევრს აქვს სურვილი რომ ხელები ჩამოუშვას. გახარია და ივანიშვილი ვერ დააჩმორებენ საქართველოს. ორგანიზება და ერთიანობა გვჭირდება, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე აქამდე”, – აცხადებს სააკაშვილი თავის ვიდეო მიმართვაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

'.$TEXT['print'].'