"ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბის კა­ბი­ნე­ტი“-ხუხაშვილი მინისტრთა კაბინეტზე
ავტორი: გურიის მოამბე
"ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბის კა­ბი­ნე­ტი“-ხუხაშვილი მინისტრთა კაბინეტზე

ამ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს და­ვა­წე­როთ სა­თა­უ­რად - ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბის კა­ბი­ნე­ტი, - ასე შე­ა­ფა­სა ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის დამ­ტკი­ცე­ბა.

რო­გორც გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, არა­ნა­ი­რი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ამო­ცა­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის უკან არ ჩანს.

მი­სი­ვე თქმით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან ბევრ ისეთ ადა­მი­ანს, რომ­ლებ­საც აქვთ პო­ტენ­ცი­ა­ლი სა­ხელ­მწი­ფო მოღ­ვა­წედ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის, „ხორ­ცის მან­ქა­ნა­ში ატა­რებს, იყე­ნებს და მერე აგ­დებს“. ხუ­ხაშ­ვი­ლი, ახალ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას, სწო­რედ ასეთ ადა­მი­ა­ნად მო­ი­აზ­რებს.

„ეს მა­ინც, სამ­წუ­ხა­როდ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტია. მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, რაც და­ვი­ნა­ხეთ ამ დე­ბა­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არის ის, რომ ნე­გა­ტი­ურ დღის წე­რიგ­ზეა გათ­ვლი­ლი, ანუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონფრონ­ტა­ცი­ა­ზე და ორ პო­ლუ­სი­ა­ნო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე. ძი­რი­თა­დად და­ეთ­მო ეს დე­ბა­ტე­ბი ტემ­პე­რა­ტუ­რის აწე­ვას, შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას და მხა­რე­ე­ბად ფორ­მი­რე­ბას, ისე რომ, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აზ­რის­თვის ად­გი­ლი არ და­ტო­ვა. გა­ხა­რი­ას სწო­რედ ეს ამო­ცა­ნა და­უ­სა­ხა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ გრძელ­ვა­დი­ან პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს ვერ ქმნი­ან, საფრ­თხე ექ­მნე­ბა მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ამ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს და­ვა­წე­როთ სა­თა­უ­რად - ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბის კა­ბი­ნე­ტი,“ - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

'.$TEXT['print'].'