ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა
ავტორი: გურიის მოამბე
ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა

რუსთავი 2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს პროკურატურაში დაუდასტურეს. ნიკა გვარამიამ გუშინ დაწერა ფეისბუქზე, რომ გირაოს გადაიხდიდა.

11 აგვისტოს რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 40 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ნიკა გვარამიამ ბრალის წაყენების დროსაც და სასამართლო სხდომაზეც განაცხადა, რომ ის არ დაემორჩილებოდა აღკვეთის ღონისძიების არც ერთ სახეს და მისი დაპატიმრება მოუწევდათ. გვარამიას წინააღმდეგ 16 ივლისს რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის ყოფილმა მფლობელმა, ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ნიჟარაძე ტელეკომპანიის დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიების დაწყებას ითხოვდა. ის აცხადებდა, რომ გვარამიას გადაწყვეტილებებმა არხს ფინანსური ზიანი მიაყენა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას რუსთავი 2-ის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენეს.

'.$TEXT['print'].'