მთავარი არხი ეთერშია
ავტორი: გურიის მოამბე
მთავარი არხი ეთერშია

 

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული მთავარი არხი ეთერშია. ტელევიზიამ მაუწყებლობა დაპირებისამებრ 9 სექტემბერს 9 საათზე საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო. მთავარი საინფორმაციო კურიერის მსგავსად დიანა ჯოჯუასა და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ.ამის შემდეგ მთავარი პოლიტიკური ტოქ-შოუ გავა, რომელსაც ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე წაიყვანენ.

  • მაგთის ტელევიზიაში მთავარი არხის პოვნა შეგიძლიათ 55-ე ღილაკზე;
  • მაგთისატი – 112-ე ღილაკი;
  • სილქნეტი – 281-ე ღილაკი
  • სახლის ანტენა (მეორე მუქსი) – 23-ე ღილაკი.

სხვა ოპერატორების აბონენტებმა მთავარი არხის სიგნალის მოსაძებნად უნდა მიმართონ თავიანთ ოპერატორს.

ეთერში გასვლამდე მთავარი არხის ჟურნალისტები პრომორგოლებს ავრცელებდნენ და მაუწყებლობის დაწყებას აანონსებდნენ.

მთავარი არხი რუსთავი 2-დან გათავისუფლებული დირექტორის, ნიკა გვარამიას დაარსებული ტელევიზიაა, სადაც ამავე არხიდან გამოშვებული და წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

'.$TEXT['print'].'