"მთავარი არხი" ეთერშია, "რუსთავი 2"-ზე კი, 3 წლის წინანდელი საახალწლო კონცერტი გადის
ავტორი: გურიის მოამბე
"მთავარი არხი" ეთერშია, "რუსთავი 2"-ზე კი, 3 წლის წინანდელი საახალწლო კონცერტი გადის

ნიკა გვარამიას დაფუძნებული მთავარი არხი ეთერშია, რუსთავი 2-ზე კი კომედი შოუს 2016 წლის კონცერტი გადის.

 

 

კომედი ჯგუფის ნაწილი რუსთავი 2-ში დარჩა. ნაწილი კი მთავარ არხზე გადავიდა. რუსთავი 2-დან წასულებს შორისაა ვანო ჯავახიშვილი და თამუნა ლეკვეიშვილი.

მთავარმა არხმა მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვებით დაიწყო და პოლიტიკური ტოქ-შოუთი გაგრძელდება, რომელსაც ისევ ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე წაიყვანენ.

ეთერში გასვლამდე მთავარი არხის ჟურნალისტები პრომორგოლებს ავრცელებდნენ და მაუწყებლობის დაწყებას აანონსებდნენ.

მთავარი არხი რუსთავი 2-დან გათავისუფლებული დირექტორის, ნიკა გვარამიას დაარსებული ტელევიზიაა, სადაც ამავე არხიდან გამოშვებული და წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ.

ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმარეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს ნაწილმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმათამუნა ლეკვეიშვილმათათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.

წყარო: https://on.ge

'.$TEXT['print'].'