ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "გურიის მოამბის" რედაქტორთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "გურიის მოამბის" რედაქტორთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად გამოიძიოს გურიის მოამბის რედაქტორის, თეა იოსელიანისთვის მუქარის შემცველი წერილების გაგზავნა.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

"ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება", — ნათქვამია განცხადებაში.

9 სექტემბერს გურიის მოამბის რედაქტორმა, თეა იოსელიანმა განაცხადა, რომ მას სოციალური ქსელში უცნობი პირი შვილების მოკვლით დაემუქრა. თეა იოსელიანი მიღებულ შეტყობინებას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

'.$TEXT['print'].'