ბრაიზა: საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ნატო-ს წევრი
ავტორი: გურიის მოამბე
ბრაიზა: საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ნატო-ს წევრი

ამერიკელი  დიპლომატის მეთიუ ბრაიზას თქმით, საქართველოს აქვს შანსი,  ნატო-ს წევრი  გახდეს:

„ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისწავლა გაკვეთილი, გავრილოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ როგორ იყოს წარმოდგენილი საქართველო ამერიკის დღის წესრიგში სტრატეგიულად. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს გაძლიერებაში და იმ მომენტისთვის მომზადებაში, როდესაც ნატო იტყვის – გაწევრიანების დროა.

ამჟამინდელი მთავრობის წარმომადგენლებს ახსენებენ 2007 წლის ნოემბერს, როცა ანალოგიური გამოწვევები და შესაძლოა, შეცდომები იქნა დაშვებული. მთავარი გზავნილი ამ მთავრობისთვის არის, არ გაიმეორონ იგივე შეცდომები.

საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ყოველთვის ვბრუნდებით უკან მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში, რადგან ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველოს სიძლიერე და წარმატება არის ჩვენი სიძლიერე და წარმატება“,- განაცხადა ბრაიზამ.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი 

'.$TEXT['print'].'