"გულუბრყვილობაა იმაზე ლაპარაკი, რომ "ნაციონალების" გარეშე ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია"
ავტორი: გურიის მოამბე
"გულუბრყვილობაა იმაზე ლაპარაკი, რომ "ნაციონალების" გარეშე ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია"

ბერძენიშვილმა "მთავარ არხზე" ოპოზიციის გაერთიანების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, მთავარი ოპოზიციური ძალის გარეშე ამის გაკეთება არ შეიძლება და არასწორია.

"ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვინდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბიძინა გვინდა. ვინც უნდა თქვას - გინდა გიგა ბოკერიამ თქვას, გინდა მისმა მეუღლემ, გინდა სხვა ვინმემ თქვას. ეს აზრი მათ უნდა გამოიცვალონ. უბრალოდ, თუ გინდა ივანიშვილის დამარცხება ლაპარაკი იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ამის გაკეთება შესაძლებელია, გულუბრყვილობაა. ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ როგორც კაცი, რომელსაც უნდა ბიძინა ივანიშვილის ჩამოშორება და არა როგორც პარტიის წარმომადგენელი.

ამას ვუყურებ, როგორც ტექნოლოგიურ პროცესს -  კეთდება თუ არა ეს, მთავარი ოპოზიციური ძალის გარეშე. და, რა აზრი აქვს, რომც გაკეთდეს? დავუშვათ პატარა პარტიებმა მოვიფიქრე და გავაკეთეთ. ეს რას ჰგავს იცით? ნაპოლეონის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის გარეშე ებრძოლათ. არ შეიძლება ეს არის არასწორი. სერიოზული შეცდომაა", - თქვა ბერძენიშვილმა.

'.$TEXT['print'].'