ვეთანხმები გახარიას, რუსეთს ჩვენი შესაძლებლობების 20% აქვს ოკუპირებული- წილოსანი
ავტორი: გურიის მოამბე
ვეთანხმები გახარიას, რუსეთს ჩვენი შესაძლებლობების 20% აქვს ოკუპირებული- წილოსანი

“ამ ფაქტს ვერავინ ვერ „დააიგნორებს“, მით უმეტეს, ჩვენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება”,-ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა გადაცემა “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

“მინდა, მოვიშველიო ახლა უკვე პრემიერის, გიორგი გახარიამ თავის სიტყვაში თქვა, რომ რუსეთს არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, ჩვენი ეკონომიკის, კულტურის, შესაძლებლობების 20% აქვს ოკუპირებული და ამას არავინ არ გაურბის, ამ ფაქტს ვერავინ ვერ „დააიგნორებს“, მით უმეტეს, ჩვენ, პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, რომელიც ამ ფაქტის გათვალისწინებით ვდგავთ ნაბიჯებს და გარკვეულ პოლიტიკას ვგეგმავთ“ – განაცხადა ნინო წილოსანმა გადაცემა „360 გრადუსში“.

'.$TEXT['print'].'