"დასავლური სამხედრო ბაზები არის რუსული ჯოჯოხეთისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება" - დავით ბერძენიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
"დასავლური სამხედრო ბაზები არის რუსული ჯოჯოხეთისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალება" - დავით ბერძენიშვილი

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნატოს ყოფილი ხელმძღვანელის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემის წამოწევა კარგია.

"ნატოს ყოფილი ხელმძღვანელის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემის წამოწევა კარგია.

სრულიად გასაგებია, რომ მე- 5 მუხლი ჯერ ამოქმედება საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოკუპაციის დაძლევის შემდეგ კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზეც( აფხაზების და ოსების თანხმობის შემთხვევაში).

რასმუსენმა გერმანიის მაგალითიც გაიხსენა. ევროკავშირში კვიპროსი რომ მიიღეს, ნიქოზიის მიერ არაკონტროლირებად ჩრდილოეთ კვიპროსზე არ ვრცელდება ევროზონის და ევროკავშირის სიკეთეები.

დასავლური სამხედრო ბაზები არის რუსული ჯოჯოხეთისგან ( ბორდერიზაციის ჩათვლით) თავდაცვის ერთადერთი საშუალება.

ესაა სიმართლე. მორიგ ისტერიას ნუ შექმნით ახლა და თქვენდა უნებურად ინაშვილის რუსულ კამპანიაში ნუ აღმოჩნდებით" - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

'.$TEXT['print'].'