"პატ. ხელისუფლების წარმომადგენლებო და ე. წ. ქოცებო"-ზურაბიშვილის მიმართვა "ოცნებას"
ავტორი: გურიის მოამბე
"პატ. ხელისუფლების წარმომადგენლებო და ე. წ. ქოცებო"-ზურაბიშვილის მიმართვა "ოცნებას"

"რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილი დღეს თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ სკანდალს ეხმაურება, სადაც "პატრიოტთა ალიანსის" ირმა ინაშვილი  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა და მას ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა: 

"პატ. ხელისუფლების წარმომადგენლებო და ე. წ. ქოცებო.

კარგი, ეს სახელმწიფო გკიდიათ - გკიდიათ, რუსეთს ეტენებით - ეტენებით, ნატო არ გინდათ - არ გინდათ, ფაშისტურ ჯგუფებს მფარველობთ - მფარველობთ, ირმა ინაშვილის მივარდნას უცხოელ სტუმრებთან კონფერენციაზე აპრავებთ - აპრავებთ, მაგრამ ყველა ამ უბედურებას კიდევ ისე უნიჭოდ, არაკვალიფიციურად და ქაჯურად აკეთებთ, სადღაც მწყინს კიდეც და ვეღარ გავიგე უკვე რა უკვე უფრო მიშლის ნერვებს: ის, რასაც შვრებით, თუ ის, როგორც შვრებით"?-წერს ზურაბიშვილი.

'.$TEXT['print'].'