„ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰქონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს"
ავტორი: გურიის მოამბე
„ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰქონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს"

მაკეინის ინსტიტუტის მიერ თბილისში მეხუთედ ჩატარებული კონფერენციის შედეგებზე „ინტერპრესნიუსი” აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილ მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დანიელ ფრიდს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან.

- აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც თვალს ადევნებს იმას თუ რა ხდება საქართველოში და მის ირგვლივ. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა საქართველოს რუკაზე ვერ იპოვის. ამავდროულად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერა ძლიერია. ასეთივე ვითარებაა კონგრესში, ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკა, აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას.

- თბილისში ყოფნისას მე მქონდა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა, მაგრამ არ მივიჩნევ თავს საქართველოს საკითხებში ავტორიტეტად. მე მადარდებს საქართველოს პოლიტიკის პოლარიზება, განსაკუთრებით რაც 20 ივნისის შემდეგ ხდება.

სააკაშვილმა ქვეყნისთვის ძალიან ბევრი კარგი გააკეთა. რაშიც ის, ჩემი აზრით წარმატებული იყო, ეს იყო მდგრადი ინსტიტუტების შექმნა, კანონის უზენაესობის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური წნეხის წინააღმდეგ. ეს არ არის მარტივი არც ერთი ადამიანისთვის და არც ერთი ქვეყნისთვის. ჩვენთვის, ამერიკელებისთვის ეს ხანდახან რთულია. მაგრამ ამის მიუხედავად, ეს აუცილებელია.

ამერიკას უნდა დაინახოს ძლიერი საქართველო. მაგრამ, მე მინდა ფრთხილი ვიყო იმაში, თუ რას ვგულისხმობ სიტყვაში ძლიერი. სახელმწიფო ძლიერი ლიდერით არ არის ძლიერი სახელმწიფო. ძლიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები.

ძლიერი ინსტიტუტების გარეშე სახელმწიფო არის მხოლოდ ლიდერის ნების გამომხატველი, რაც ბევრმა ქართველმა იწვნია. თქვენ არ გჭირდებათ ამერიკელი მოგიყვეთ თუ რა ხდება ქვეყანაში, რომელშიც ბელადს არა აქვს არანაირი შეზღუდვები.

„ქართულ ოცნებაში“ ბევრს ჰქონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს. ამიტომაც მათ დაბლოკეს ბრიჯიტ ბრინკი საქართველოში რომ აშშ-ს ელჩად ჩამოსულიყო. ეს იყო შეცდომა. ამერიკა არც „პროსააკაშვილურია“ და არც „პროივანიშვილური“, ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოში მოქმედი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია-აცხადებს გამოცემასთან დანიელ ფრიდი.

'.$TEXT['print'].'