ძალიან ძლიერები არიან, 19 დღეში სრულფასოვანი ტელევიზია გაუშვა, ფანტაზიის სფეროდანაა- ხუხაშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
ძალიან ძლიერები არიან, 19 დღეში სრულფასოვანი ტელევიზია გაუშვა, ფანტაზიის სფეროდანაა- ხუხაშვილი

ანალიტიკოს გაი ხუხაშვილის აზრით, ნატოს ყოფილი გენმდივნის, ანდრეს ფოგ რასმუსენის ცნობილი განცხადების ყველაზე შემაშფოთებელი ინტერპრეტაცია ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა. მისივე თქმით, გაუგებარია რა თამაშს თამაშობს ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებაში ქმნის ილუზიას, თითქოს ნატოში შესვლას ვიღაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაცვლით გვთავაზობს. ხუხაშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, ირმა ინაშვილის  ქმედება იმდენად საფრთხის შემცვლელი და გასაკვირი არ არის, რამდენადაც „ოცნების“ დეპუტატების გაუგებარი შეფასებები. 

ხუხაშვილი გახარიას გაპრემიერებას და „დოიჩე ველეში“ გამოქვეყნებულ სტატიასაც ეხება და ამბობს, რომ საუბარი იმაზე, თითქოს გახარია რუსეთის კაცია აბსურდია. მისი თქმით, ასეთი მძიმე ბრალდების არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ის „ბიძინა ივანიშვილის კაცია“ და სხვა არავისი. 

ანალიტიკოსი ახალი პრემიერის მიერ პარალმენტში გაკეთებულ განცხადებასაც აფასებს, რომ ის „ნაციოანალებს“ დაასრულებს და ამბობს, რომ გახარიას დღის წესრიგი უკვე ცნობილია. ის წინასაარჩევნოდ შუას გაკრეფას და ალტერნატიული ძალის შემოსვლას პოლიტიკაში ხელს შეუშლის. ხოლო მთელი საარჩევნო კამპანია „ნაციონალებთან“ ბრძოლაზე იქნება აწყობილი.

რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ნატოში გაწვერიანება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავცვალოთ, სრული სისულელეა და ეს რასმუსენს არ უთქვამს. მის იდეას დახვეწა და კარგად გააზრება სჭირდება. ბევრად უფრო სკანდალური ჩვენი ხელისუფლების განცხადება იყო.

რაც შეეხება რუსთავი 2-ს,  ხელისუფლებამ   ამ ჯგუფს და ნიკა გვარამიას ძალიან დიდი სამსახური გაუწია - ვალები მოაშორა, გაასუფთავა, საკადრო წმენდა ჩაატარებინა, კიდევ უფრო მობილური და გაძლიერებული გამოსვლის საშუალება მისცა მედია ბაზარზე.  ხელისუფლებამ ფაქტობრივად გვარამიაზე იმუშავა. ის თვითონ ასეთ კარგ რაღაცას ვერ მოიფიქრებდა. პასივები ქიბერ ხალვაშს შეტენეს, აქტივები კი „მთავარ არხზე“ წამოვიდა. 

ეს ჯგუფი შეიძლება მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს, მაგრამ ძალიან ძლიერები რომ არიან, ფაქტია. ეს ქართულ სინამდვილეში უნიკალური შემთხვევაა - 19 დღეში სრულფასოვანი ტელევიზია გაუშვა, ფანტაზიის სფეროდან არის.

"რეზონანსი"

'.$TEXT['print'].'