ბალასტის უკანონო მოპოვება თუ ქურდობა სოფელ მერიაში?
ავტორი: გურიის მოამბე
ბალასტის უკანონო მოპოვება თუ ქურდობა სოფელ მერიაში?

ბალასტის უკანონო მოპოვება თუ ქურდობა სოფელ მერიაში???-სოფელ მერიის მოსახლეობიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეები" განცხადებას და შსაბამის ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

სოფ.მერიის მკვიდრნი გვატყობინებენ, რომ ყოფილი აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება ბალასტის მოპოვება და გააქვთ იქვე ნაგავსაყრელზე.როგორც გვაცნობეს,აქ სავარაუდოდ მარხია რადიოაქტიული ნივთიერებებით სავსე კასრები,(რომელიც რუსული ოკოპაციის ნარჩენებია),და ამ ტერიტორიიდან ბალასტის გატანა,ყოვლად დაუშვებელია.
ჩვენმა ორგანიზაციამ მიმართა მერიის ზედამხედველობის სამსახურს,შემოწმდა ადგილზე ფაქტი და ბალასტის ამოღება დაგვიდასტურეს.ორი დღეა ვადგენთ წარმოების კანონიერებას და მწარმოებლის ვინაობას,მაგრამ უშედეგოდ.არავინ არაფერი იცის .გაურკვეველი მდგომარეობაა.მაქსიმალურად ვეცდებით გავხსნათ ეს გასაიდუმლოებული წარმოება.
P.s.ეჭვი გვაქვს რომ აქ არის მთელი რიგი დარღვევებისა და უკანონო ქმედებებისა.მოგაწვდით დამატებით ინფორმაციებს-ნათქვამია განცხადებაში.

"გურიის მოამბე" აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა, ინფორმაციას მიღბისთანავე გავავარცელებთ.

'.$TEXT['print'].'