"რუსეთის უკანონო და მავნე ქმედებებმა შეარყია სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში"- აშშ
ავტორი: გურიის მოამბე
"რუსეთის უკანონო და მავნე ქმედებებმა შეარყია სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში"- აშშ

აშშ რუსეთს მოუწოდებს, რომ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია შეწყვიტოს, ამის შესახებ ტვიტერზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა დაწერა:

“ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეაჩეროს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. ბოლო ათწლეულში რუსეთის უკანონო და მავნე ქმედებებმა შეარყია სტაბილურობა და მშვიდობა რეგიონში.“- წერს ორტაგუსი.

 

 

'.$TEXT['print'].'