"ამას მე გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი...მართლა ხომ არ ბნელა"?
ავტორი: გურიის მოამბე
"ამას მე გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი...მართლა ხომ არ ბნელა"?

"ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას, ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და იმაზე მოთქმა, რომ თურმე 30 წელია ერთი და იმავე წრეზე დავდივართ და ეს უნდა გავარღვიოთ. თურმე ამათმა უნდა გაარღვიონ ის წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე. ანაკლიიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა თუ არა ხაზარაძე და ის შანტრაბა, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. 

ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი. პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი და ხომ არ ფიქრობს, რომ სკრელოზი გვაქვს? 

რა შუაშია ხაზარაძე და ანაკლიის პორტი ერთმანეთთან? ამ პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და ის 2013 წელს იქნებოდა დასრულებული და ის იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება. არა ოლიგარქის, ბარიგის და მორიგი მევახშის საკუთრება. მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად მიითვისეს ეს მშენებლობა, მერე გააჩერეს და ახლა რომც აშენდეს ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშაოს? რა შუაშია აქ ქართველი ხალხი? მართლა ხომ არ ბნელა? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყოფა, რომ კიდევ ერთი წვრილი მევახშე დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლისთავზე? მართლა სულელები ხომ არ გგონიათ თქვენ ქართველები? მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოითმენენ? საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას ამათ გარეშე. საქართველო იქნება თავისუფალი განვითარების ქვეყანა. აქ შემოვა 10 მილიარდის ინვესტიცია. ამას მე გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი. საქართველოში უნდა გათენდეს"-ასე გამოეხმაურა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ხაზარაძე-ჯაფარიძის ახალი პარტიის პრეზენტაციას მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ვიდეო მიმართვა გაავრცელა. 

 

'.$TEXT['print'].'