"მერიაში უკანონო ბალასტის მოპოვება არ ხდება"
ავტორი: გურიის მოამბე
"მერიაში უკანონო ბალასტის მოპოვება არ ხდება"

სოფელ მერიის მოსახლეობისგან შესული შეტყობინების საფუძველზე, საზოგადოებრივი მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეები" განცხადებაზე, სადაც ბალასტის უკანონო მოპოვებაზეა საუბარი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განმარტებას აკეთებს: 

"სოფელ მერიაში უკანონო ბალასტის მოპოვება არ ხდება. მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ. გაირკვა, რომ პირებმა გამოუსადეგარი ბალასტი ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ინციდენტი ამით ამოიწურა".

მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეები" კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, ამჯერად, ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ: 

"მიღებული ინფორმაციის კვალდაკვალ, ადგილობრივი გდს წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენი ორგანიზაცია ეწვია სოფ.მერიის ტერიტორიაზე ,უკანონოდ ბალასტის მოპოვების ადგილს. ასეთი სურათი დაგვხვდა ადგილზე. ქურდულად მოპოვებული ინერტული მასალა გადიოდა მერიის ნაგავსაყრელზე. ნაგავსაყრელის ხელმძღვანელობას არ ააქვს პასუხი, ვინ აწვდის მას მასალას ნაგავსაყრელისთვის. არც ტენდერში მოგებული კომპანიაზე მოგვაწოდა ინფორმაცია. ადგილობრივმა გდს წარმომადგენლებმა აიღეს კოორდინატები, შეადგინეს აქტი და გადაიგზავნება აჭარა-გურიის სწრაფი რეაგირების ინსპექიის განყოფილებაში. იმედია ინსპექტირება დაადგენს ,კომპანიასაც და მიმწოდებელსაც.
P.s.ბარბაროსობა გარემოზე,ისევ ფულის მოსაპოვებლად"-წერია განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'