ირმა ინაშვილი მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
ირმა ინაშვილი მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი მთავარ პროკურატურას მიმართავს და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„მივმართავ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტთან ცილისწამებასა და ტყუილთან დაკავშირებით. დაიკითხოს ყველა დამსწრე ვინც იყო იმ წუთებში დარბაზში. დაიკითხოს კრამერიც და ქალბატონი ნინო ევგენიძე. და ყველამ აგოს პასუხი ჩემს მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. ვითხოვ დაიწყოს გამოძიება კრამერის და მეთიუ ბრაიზას წინააღმდეგ. ცილის მწამებელი და მატყუარა არის მეთიუ ბრაიზა. მოძალადე და მატყუარა არის დევიდ კრამერი" - აღნიშნა ინაშვილმა.

მეთიუ ბრაიზამ საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ ინაშვილი რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს, მხარეს ჩაშლის გეგმაა.

"მართლაც საცოდაობაა. ეს პიროვნება გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს. ეს გეგმაა ჩაშლა - ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა. შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები ნატო-სთან. ეს იმდენად ცხადია, სასაცილოა" - აღნიშნა ბრაიზამ.

'.$TEXT['print'].'