"ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს!"- ხაზარაძე სააკაშვილს პასუხობს
ავტორი: გურიის მოამბე
"ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს!"- ხაზარაძე სააკაშვილს პასუხობს

"სააკაშვილს მივმართავ, ტონი და სიტყვათა წყობა შეცვალოს” – ასე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძე ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც კომენტარი გააკეთა მისი ახალი პოლიტიკური მოძრაობის შესახებ.

"მე მესმის პოლიტიკა და კონკურენცია, მაგრამ სიტყვათა წყობა და შეურაცხყოფა შეცვალოს.ის ადამიანი, რომელსაც ქვეყანა ირჩევს პრეზიდენტად, ადამიანი, რომელიც გაურბის მართლმსაჯულებას და იცვლის პასპორტს, ის ჩემთვის დამთავრებული ამბავია, ამას მთელი სერიოზულობით გეუბნებით. როცა პრეზიდენტი ხარ, პასპორტს იცვლი და ამბობ, რომ დამიჭერენ  და.აშ, იქ ჩემთვის მთავრდება ყველაფერი, ამიტომ, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს, ხოლოს ის განცხადებები, რასაც აკეთებს, შეინახოს თავისთვის, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ"– განაცხადა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "რეაქცია"-ში სტუმრობისას.

'.$TEXT['print'].'