ქართველი ექიმის მიმართვა თალაკვაძეს: "აი სუუულ პააატარა, პაააწაწინა უხერხულობას მაინც არ გრძნობთ ასეთი ურცხვი სიცრუის გამო"?
ავტორი: გურიის მოამბე
ქართველი ექიმის მიმართვა თალაკვაძეს: "აი სუუულ პააატარა, პაააწაწინა უხერხულობას მაინც არ გრძნობთ ასეთი ურცხვი სიცრუის გამო"?

„ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს "
განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ერთობლივ ბრიფინგზე, რასაც 
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ეხმაურება და თალაკვაძეს რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ გახარიას სიტყვებს ახსენებს: 

"არ ვიცი სად და როგორ "დაგთაგო", არჩილ ბატონო, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ, თქვენს პარლამენტში, სიტყვით გამოსული პრემიერობის კანდიდატი, გიორგი გახარია არა მარტო ოპოზიციური ფრაქციის დეპუტატებს დაემუქრა დასრულება-განადგურებით, არამედ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა ხმებსაც ეს დეპუტატები წარმოადგენენ პარლამენტში.
აი სუუულ პააატარა, პაააწაწინა უხერხულობას მაინც არ გრძნობთ ასეთი ურცხვი სიცრუის გამო?
დემოკრატიას აძლიერებთ არა ალუჩა ...
არადა, "ნატოს" საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საჯაროდ, ხმამაღლა გვითხრა, რომ რუსული სამხედრო მანქანის დივერსიულ-პროპაგანდისტული თავდასხმის ქვეშ ვიმყოფებით ამჟამად და ამ დროს პარლამენტის ვიცე-სპიკერი "ნატოს" ექსპერტების მიერ საქართველოს გადასარჩენად მოწყობილ კონფერენციაზე დებოშს აწყობს და ფიზიკურად შეურაცხყოფს მონაწილეებს.
თალაკვაძისგან პასუხს მაინც არ ველოდები, სიურცხვის ყველა რეკორდი მოხსნილი აქვს ისედაც მასაც და მის თანაპარტიელებსაც, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვკითხო, თქვენ არ გრცხვენიათ ასეთ ლენჩებად რომ გთვლიან"?-წერს გურული. 

'.$TEXT['print'].'