"ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ღვაწლი აქვს ქვეყნის მიმართ... ვინმეს არ ეგონოს, არ ვუფასებ"
ავტორი: გურიის მოამბე
"ბიძინა ივანიშვილს ძალიან ბევრი ღვაწლი აქვს ქვეყნის მიმართ... ვინმეს არ ეგონოს, არ ვუფასებ"

პოლიტიკური მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია პირველში გადაცემა "რეაქციაში" ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა.

მისი თქმით, ის ქველმოქმედება და სიკეთე, რომელიც ივანიშვილს საქართველოსთვის აქვს გაკეთებული აუცილებლად უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ.

"ვინმეს არ ეგონოს, არ ვუფასებ ბიძინა ივანიშვილს იმ ღვაწლს რაც მას ქვეყნის მიმართ აქვს გაკეთებული მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობ იმიტომ, რომ უმადურობა არის ყველაზე ცუდი რამ. ქართველები როგორ ვართ, რომ თუ ვიღაცას ეჭიდავები ან მასთან დისკუსიაში ხარ, რომ აუცილებელია ეს არ დაინახო. ამ კაცს ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული მაგრამ ის რაც შექმნა ქველმოქმედების გარეთ სხვა თემაა, რომელშიც ჩვენ აღმოვჩნდით" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

'.$TEXT['print'].'