ჩავთვალე, უფრო დიდ საფრთხეს ავირიდებდი-ხაზარაძემ ახსნა რატომ დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს
ავტორი: გურიის მოამბე
ჩავთვალე, უფრო დიდ საფრთხეს ავირიდებდი-ხაზარაძემ ახსნა რატომ დაუჭირა მხარი სალომე ზურაბიშვილს

TBC ბანკისა და საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მან 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა. 

"ბადრის რომ ვუთხარი, მე ახლავე დავწერ განცხადებას-მეთქი, ბადრი იყო წინააღმდეგი, შინაგანად მეც წინააღმდეგი ვიყავი.

ეს არ ნიშნავს, რომ მე ჩემი სურვილით დავწერე, ნამდვილად წინააღმდეგობა მქონდა შინაგანად, მაგრამ დავწერე. ბადრიმ თქვა, რომ არ უნდა დავწეროთ მაგრამ მე ვთქვი - "ბადრი, ჯობია, რომ გავილანძღო ახლა, მაგრამ იქნებ რაღაცნაირად ავიცილოთ უფრო მეტი საშიშროება, ანაკლიიის პროექტია, ბანკია, ვიცით, რომ ყველაფერი დალაგებული არ არის.

იქ რაც დავწერე შიგნით, ეს არ მოეწონათ ხელისუფლებაში. მათ უნდოდათ, რომ გამოსვულიყავი, რაც წერილში წერია, მომეწოდებინა ბიზნესმენებისთვის, შემეკრიბა და მეთქვა, რომ აი, ეს არის ჩვენი კანდიდატი. მე სხვა რამ დავწერე იქ. მე დავწერე, რასაც ვფიქრობ ამათზე და რაც გადამხდა ნაციონალების დროს."

მამუკა ხაზარაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდგომ, 2 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ სასამართლო სისტემის რადიკალურ რეფორმას დიდი მოლოდინით შესცქეროდა, მაგრამ ეს მოლოდინები არ გამართლდა. თუმცა, მისი თქმით, პიველი ტურის შემდეგ ქვეყანა უფრო დიდი საფრთხის - რევანშიზმის წინაშე იდგა, რასაც ქაოსის გამოწვევა და განვითარების შეფერხება შეეძლო"-აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. 

'.$TEXT['print'].'