"ასეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო 25 წლის პერიოდში არ ყოფილა"-მაჭავარიანი
ავტორი: გურიის მოამბე
"ასეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო 25 წლის პერიოდში არ ყოფილა"-მაჭავარიანი

ესეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო,  ბიზნესი ზეწოლისგან, ჩემს მეხსიერებაში რაც არის, 25 წლის პერიოდში, რაც აქტიურ ბიზნესში და აქტიურ პოლიტიკაში ვარ, არ ყოფილა - ამის შესახებ განცხადება ვანო მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

ფინანსთა მინისტრი TBC ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ხაზარაძემ ერთ-ერთ გადაცემაში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა და ვანო ჩხარტიშვილთან დავაზე ისაუბრა. 

„მე ამ ქვეყანაში ვცხოვრობ ბოლო 45 წელიწადია, აქედან 20 წელზე მეტია ვარ ბიზნესში, 22 წელი, 1 წელი ვარ საჯარო სამსახურში და ერთ რამეს გეუბნებით და ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ესეთი თავისუფალი ბიზნეს გარემო,  ბიზნესი ზეწოლისგან, ჩემს მესხიერებაში რაც არის, 25 წლის პერიოდში, რაც აქტიურ ბიზნესში და აქტიურ პოლიტიკაში ვარ, არ ყოფილა. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ახლა დანარჩენი, თუ რომელიმე კონკრეტულ კომპანიაზე, კონკრეტულ შემთხვევაზე არსებობს ფაქტები, მოიტანონ, დადონ და თუ არ ექნება რეაგირება, მერე შეიძლება ვილაპარაკოთ - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

 

'.$TEXT['print'].'