ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულო ლიფტის მონტაჟს ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულო ლიფტის მონტაჟს ითხოვს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, რომლის სხდომაც დღეს გაიმართა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების , ა(ა)იპ „საქველმოქმედო ასოციაცია -გურია“ -სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი განიხილა და შემდგომი პროცედურები განსაზღვრა, გარდა ამისა დღესვე საკრებულოს წევრებმა კიდევ ერთხელ დააყენეს საკითხი ადმინისტრაციულ შენობაში ლიფტის მოწყობის თაობაზე. 

" განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა, ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება შეუფერხებელად უნდა შეძლონ . ჩვენ აღნიშნულზე ბიუჯეტის განხილვების დროს აქტიურად ვმსჯელობდით და ეს დღესაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია"-აღინიშნა სხდომაზე. მერის მოადგილის განმარტებით კი , მერია შეეცდება უმოკლეს ვადაში მოაგვაროს ეს საკითხი"-ითქვა ბიუროს სხდომაზე.

"ვფიქრობთ, რომ ეს არის აუცილებელი. შშმ პირი, როცა მერიაში შემოდის მას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ უპრობლემოდ გადაადგილდეს, დაესწროს საკრებულოს სხდომებს და პირადად მივიდნენ იმ საჯარო მოხელეებამდე, ვისთანაც სჭირდებათ მისვლა. მერია სერიოზულად ფიქრობს ამ საკითხზე"-გვითხრა მერის მოადგილემ სოციალურ საკითხებში, ირაკლი სირაძემ. 

პროექტში კი, რომლის შესწავლაც დღეს დაიწყო, აღნიშნულია, რომ მერი თანხმობას მოძრავი ქონების, კერძოდ მიკროავტობუსის, უსასყიდლოდ, თხოვების ფორმით, 2 წლის ვადით, ა(ა)იპ „საქველმოქმედო ასოციაცია -გურია“ -სთვის გადაცემის მიზნით ითხოვს. განკარგულების პროექტს შეისწავლის საკრებულოს დარგობრივი კომისია და ბიუროს დასკვნას მომდევნო სხდომისთვის წარუდგენს.

 

 

'.$TEXT['print'].'